logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია მირანდა ერემაძეს: ცალკეულ ბრალდებულებს სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოართვით
ზაზა გაბუნია მირანდა ერემაძეს: ცალკეულ ბრალდებულებს სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოართვით
14:47 26.09.2019
ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" წევრმა ზაზა გაბუნიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს კითხვით მიმართა, აქვს თუ არა მას სამოსამართლეო წარსულში ისეთი რამ, რაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ახლა პარლამენტარების წინაშე. ზაზა გაბუნია, მათ შორის, კონკრეტული საქმეებითაც დაინტერესდა.

"აქ ცალკეული საქმეები იყო აღწერილი ჩემი კოლეგების მიერ, სადაც, მათ შორის, გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოართვით და წაართვით ცალკეულ ბრალდებულებს. აქ, მათ შორის, დაჩი ცაგურიას საქმე იქნა ნახსენები, და ადვოკატის გამოყენების უფლება, და პრაქტიკულად ისინი თქვენ ჩააყენეთ არასამართლიან მდგომარეობაში შეჯიბრობითობის თვალსაზრისით. ვაკონკრეტებ, ეს გიქმნით თუ არა რაიმე უხერხულობას ახლა, როდესაც შეკითხვებზე სცემთ პასუხს და როდესაც რაღაც მაღალ იდეალებზე ვლაპარაკობთ, სასამართლოზე ვლაპარაკობთ, დემოკრატიაზე და ამ ფასეულობებზე", - დაუსვა კითხვა ზაზა გაბუნიამ კანდიდატს, როდესაც მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პრინციპებზე ლაპარაკი. "რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტერმინები, ცნებები უდავოდ, მაგრამ პრინციპები გაცილებით მნიშვნელოვანია. მე, საზოგადოებამ აქ მოვისმინეთ, თქვენ არ უარგიყვიათ ის რომ იქ იყო, ჩემი აღქმით, ხარვეზი, როდესაც მას არ ეძლეოდა შესაძლებლობა, მის ადვოკატს არ ეძლეოდა სრულფასოვნად დაცვის შესაძლებლობა და ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს ყურადსაღები საკითხია, როდესაც ჩვენ განვიხილავთ თქვენს პორტრეტს როგორც მოსამართლისას, რომელსაც ძალიან მაღალი პოზიციის დაკავება სურს უზენაეს სასამართლოში", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ კანდიდატის საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ თითოეულ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება იყო სწორი და თუ მხარე არ ეთანხმებოდა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით მას ჰქონდა გზა, თვითონ კი, გადაწყვეტილებებს საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებდა.
ზაზა გაბუნიას შეფასებით, ბევრი პრინციპული საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა მოსამართლის მხრიდან და მომავალშიც ისე ხომ არ მოხდება, რომ რაღაცამ დაჩრდილოს მისი პრინციპულობა?
ზაზა გაბუნია ასევე დაინტერესდა კანდიდატის მოსაზრებებით, თუ რითია გამოწვეული ის კრიტიკა, რომელიც ზოგადად სასამართლოს მიმართ გაისმის.


"თქვენ იცნობთ დაჩი ცაგურიას სარჩელს ევროპულ სასამართლოში? არა? მე მოგიწოდებთ გაეცნოთ, ვინაიდან რაზეც ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, იმ სარჩელში ეს ყველაფერი წერია. მე გისმენდით და თქვენ ცალკეულ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, თქვენ შეკითხვებზე პასუხს თავი აარიდეთ იმ მოტივით, რომ ეს იქნებოდა არაეთიკური. თქვენი მხრიდან ასეთი პასუხი არაერთხელ იყო, არა და არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჩვენ გვსურს მოვისმინოთ თქვენი პრინციპული პოზიცია. ამიტომ მიჩნდება სრულიად ბუნებრივად კითხვა, არა ეთიკა ცალკე აღებული, არამედ რა უფრო მნიშვნელოვანია ეთიკურობა თუ პრინციპულობა? თქვენთვის ღირებულებითად რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრაქტიკულად ის, რომ ეს არაეთიკურიაო - საფარი გახდა თქვენთვის კითხვებზე პასუხის გაცემისას და ამიტომ უპასუხოდ დატოვეთ შეკითხვები. აქ უკვე თავს იჩენს შემდეგი მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიცაა პრინციპულობა, მით უმეტეს როდესაც მოსამართლეზე ვლაპარაკობთ", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა