logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სერგო მეთოფიშვილი ლევან გოგიჩაიშვილს: სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ციხიდან გამოდის ადამიანი, რომელსაც, დაჭრილი დაზარალებული “ჯიბეში ჩაუდეს”,  შემდეგ კი დეპუტატის მანტიას მოისხამს
სერგო მეთოფიშვილი ლევან გოგიჩაიშვილს: სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ციხიდან გამოდის ადამიანი, რომელსაც, დაჭრილი დაზარალებული “ჯიბეში ჩაუდეს”, შემდეგ კი დეპუტატის მანტიას მოისხამს
19:37 25.09.2019
უსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცადებით, მართალია, ყოფილი ბრალდებულები დღეს ვეღარ კლავენ, მაგრამ სამარცხვინო და საშიში ფაქტია, როპდესაც რომ და ვფიქრობ ამავდროულად ეს ძალიან საშიში ფაქტია, როდესაც ყოფილი ბრალდებული დეპუტატის მანტიას მოისხამს მოსამართლეების ტანჯვას შეუდგება.

"მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ქ-ნი თამარ ალანია არ გამინაწყენდაბა იმისათვის, რასაც ეხლა მოგიყვებით, ვინაიდან მას არ უყვარს ამ ამბის გახსენება და ეს ბუნებრივიც არის, თუმცა ვფიქრობ საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება.

ქ-ნი თამარ ალანიას ოჯახში პროფესიულ ტრადიციას მამის მამამ ჩაუყარა, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ბაბუის არჩევანი მამამაც გაიზიარა. მამა 1989 წელს ტრაგიკულად დაიღუპა...
ციხიდან გამოსულმა ყოფილმა ბრალდებულმა(მხარემ) თავისივე სამუშაო ოთახში სასტიკად გაუსწორდა, კერძოდ, მიუვარდა და ვერაგულად მოკლა მოქმედი მოსამართლე (ქ-ნი თამარ ალანიას მამა) და კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე...

მკვლელობა იმდენად საზარელი იყო, რომ მკვლელს საქართველოში არც ერთი ადვოკატი დამცველად არ დაუდგა და ადვოკატი მხოლოდ რუსეთში, ისიც სახაზინო წესით მოიძებნა.

აი ასე სასტიკად უსწორდებოდნენ იმ დროს ყოფილი ბრალდებულები მოსამართლეებს...

მე მახსოვს ის დრო...
შემდეგ იყო ქვეყანაში არეულობა...შემდეგ ქვეყანა ნელ-ნელა დალაგდა...

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება! ჩვენი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს!

ყოფილი ბრალდებულები დღეს ვეღარ კლავენ მოსამართლეებს, თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთს, მოსამართლეების ტანჯვის სურვილი აქვს და ამისგან ძალიან დიდ სიამოვნებასაც ღებულობს..., მაგალითად პატივცემული დეპუტატი ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი.

სამარცხვინო და ვფიქრობ ამავდროულად ეს ძალიან საშიში ფაქტია, თუ რეაგირების გარეშე დარჩა.

P.შ. როგორი პოლიტიკოსია ბ-ნი ლევან გოგიჩაიშვილი მე კარგად ვიცი, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ციხიდან გამოდის ადამიანი, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს დაჭრილი დაზარალებული "ჯიბეში ჩაუდეს" რათა გაესამართლებინათ, შემდეგ ეს ყოფილი ბრალდებული დეპუტატის მანტიას მოისხავს და დაიწყებს მოსამართლეების ტანჯვას, თანაც ამისაგან დიდ სიამოვნებას მიიღებს...

ისე კი რიტორიკულ კითხვას დავსვავ: მაინტერესებს იმ ძველ, ბნელ და არეულ დროს რომ ყოფილიყო რას უზამდა მოსამართლეს ყოფილი ბრალდებული, "პოლიტპატიმარი", პატივცემული დეპუტატი ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი? ისევე მხოლოდ დატანჯავდა თუ ...??? "-განაცხადა მეთოფიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა