logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიაზე: პარლამენტარი და ყოფილი უფლებადამცველი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის გადაცემით
დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიაზე: პარლამენტარი და ყოფილი უფლებადამცველი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის გადაცემით
12:02 25.09.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ და როდესაც მსგავსი რამ საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემით.

„საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს მისი ეს ინფორმაცია, თუ კი არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ, როგორც უფლებადამცველი ყოფილი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მერვე მოწვევის პარლამენტში, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველი იურისტი, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ ამას ნამდვილად აქვს ადგილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა, გამოეხმაურა რა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ეკა ბესელიას განცხადებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ.

მისივე შეფასებით, პროკურატურაში მიუსვლელობის მიზეზად მოუცლელობის დასახელება გარკვეულ ეჭვს და კითხვის ნიშანს ბადებს: „როდესაც ეს მძიმე დანაშაული, მით უმეტეს საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, აუცილებლად ალბათ პირველ რიგში შენ უნდა იყო დაინტერესებული, რომ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდო, რომ ასეთი მსგავსი რამ აღიკვეთოს სხვა პირების მიმართ. მოუცლელობა ალბათ არ არის ადეკვატური და რელევანტური მიზეზი პროკურატურაში არ მისვლის“.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადგან სამართალდამცავი ორგანოები ამ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდგომ დაინტერესდნენ ამ ამბით, ეკა ბესელია ვალდებულია მყისიერად მიაწოდოს მათ ინფორმაცია.

„ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, ჩვენმა საზოგადოებამ ბევრჯერ გადაიტანა მსგავსი ტრამვები, ეს ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებაა და პირიქით, უნდა მყისიერად მოხდეს ამაზე რეაგირება. პირიქით, რა თქმა უნდა ნებისმიერი პირი, ვინც ფლობს ასეთ ინფორმაციას, მით უმეტეს პარლამენტის წევრი, მით უმეტეს ყოფილი უფლებადამცველი უნდა იყოს მოწადინებული სასწრაფოდ გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოებში და პასუხი გასცეს ამ კითხვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ მოუცლელობა და სხვა მიზეზები თავისთავად ბუნებრივად ბადებს კითხვის ნიშნებს ეს იყო განცხადება საერთოდ ახლოს რეალობასთან თუ არა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელია გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა დეპუტატმა მოუცლელობის მიზეზით მიმდინარე კვირაში პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა