logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო გოგუაძე მერაბ გაბინაშვილს: თქვენ რომ ყოფილიყავით ის, ვინც დეკემბერში პარლამენტში სია წარმოადგინა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?
ნინო გოგუაძე მერაბ გაბინაშვილს: თქვენ რომ ყოფილიყავით ის, ვინც დეკემბერში პარლამენტში სია წარმოადგინა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?
13:59 24.09.2019
ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" წარმომადგენელმა, ნინო გოგუაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს კითხვებით მიმართა.

"თქვენ ისაუბრეთ გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიის უფლებებზე. თქვენი შეფასებით, სად უნდა იყოს ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას შორის და იქ, სადაც შეიძლება უკვე ეს ზღვარი გაივლოს, მათ შორის, სასამართლოს რეპუტაციაზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების მიხედვით, პიროვნული შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ვაპირებთ, არც ერთ შემთხვევაში არ შევეგუოთ ამ დაუმსახურებელ პიროვნულ შეურაცხყოფას, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ქმედებაა. რას მიიჩნევთ პიროვნულ შეურაცხყოფად? როდესაც თქვენ ეს განცხადება გააკეთეთ, ბუნებრივია, რომ რაღაც შემთხვევას გულისხმობდით. არ მგონია, რომ ეს ზოგადი შეფასება ყოფილიყო. ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს იქნება საკითხი, რომელიც ჩემი მხრიდან მხედველობაში მიიღება მაშინ, როდესაც მოსამართლესთან დაკავშირებით საბოლოოდ ვიმსჯელებ. ამიტომ მინდა გკითხოთ - კონკრეტულად რას გულისხმობთ, მაინტერესებს, თქვენთვის რა ტიპის გამოხატვა გადის ამ ზღვარზე, როდესაც ვსაუბრობთ შეურაცხყოფაზე? შეურაცხყოფა ძალიან ზოგადი ცნებაა, ძალიან სუბიექტური საკითხიც არის, ამიტომ ბუნებრივია გამოხატვის თავისუფლება სწორედ ამას გულისხმობს, რომ შეურაცხყოფა ავიტანოთ სხვისგან. ამიტომ მე მაინტერესებს, თქვენ სადამდე მიდიხართ ამ შეფასებაში?" - განაცხადა დეპუტატმა.

ნინო გოგუაძე ასევე დაინტერესდა, მოსამართლების კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესისადმი საჯარო ინტერესი.

"როგორ ფიქრობთ, ის პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას ხდება, ეს პროცესი, რაც საბჭომ გაიარა - კონკურსი, გასაუბრება, რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ? არის თუ არა ამ საკითხისა და ამ პროცესის მიმართ დიდი საჯარო ინტერესი? როგორ ფიქრობთ, ამ გამჭვირვალეობამ, საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილა? პროცესის მიმართ სანდოობა უფრო მეტად გაჩნდა საზოგადოების მიერ?

თქვენი პასუხებიდან მე დავასკვნი, რომ ამ პროცესების მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია. ამ გამჭვირვალეობამ, ამ პროცესის ამგვარად წარმართვამ, ნომინაციის პროცესმა, იუსტიციის საბჭოში წარმართულმა პროცესმა, სანდოობა შესძინა ამ პროცესს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაქვს ერთი შეკითხვა - თქვენ, თუნდაც, დღევანდელი მოცემულობიდან, სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდით დეკემბერში სიების წარმოდგენასთან დაკავშირებით; თქვენ რომ ყოფილიყავით მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები, ვინც პარლამენტში სია წარმოადგინა, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდით თუ არა? მაინტერესებს კონკრეტული პასუხი", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა