logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: წესების დაცვით მოვიდა ეს 20 კანდიდატი პარლამენტში და ახლა პარლამენტი თავის სიტყვას იტყვის და გადაწყვეტილებას მიიღებს
არჩილ თალაკვაძე: წესების დაცვით მოვიდა ეს 20 კანდიდატი პარლამენტში და ახლა პარლამენტი თავის სიტყვას იტყვის და გადაწყვეტილებას მიიღებს
10:49 22.09.2019
„მოდით, სასამართლოს შევხედოთ ასე. სად ვიყავით, სად ვართ დღეს და სად გვინდა რომ ვიყოთ ხვალ. ვიყავით იქ, როდესაც არანაირი წესები არ არსებობდა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დამტკიცების შესახებ. პრეზიდენტი წარმოადგენდა და პარლამენტი უდასტურებდა - პრაქტიკულად შემთხვევა არ ყოფილა, რომ პარლამენტს რომელიმე კანდიდატურა უკან დაებრუნებინოს ან ჩაეგდოს. რეგულაციები გაწერილი არ იყო, დღეს კანონი არის, წესები არ იყო, დღეს წესები არის. ამ წესების დაცვით მოვიდა ეს 20 კანდიდატი პარლამენტში და ახლა უკვე პარლამენტზე არის სიტყვა და პარლამენტი თავის სიტყვას იტყვის და გადაწყვეტილებას მიიღებს“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების საპარლამენტო განხილვასთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლო დღეს არის ბევრად დამოუკიდებელი, მოქალაქეებს დღეს აქვთ ბევრად მეტი შესაძლებლობა, რომ თავისი სიმართლე ამ სასამართლოში დაამტკიცონ და ამას არაერთი გახმაურებული საქმე ადასტურებს - სტრასბურგის გადაწყვეტილებაც ვნახეთ. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების ბალანსი იმ შემთხვევებში, სადაც სახელმწიფო, მოქალაქესთან დავობს, აწეულია მოქალაქეების სასარგებლოდ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში უკვე შემოსულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლე-კანდიდატთა სია და ორშაბათს საკომიტეტო განხილვა იწყება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს იქნება ღია, დემოკრატიული პროცესი და ყველა კითხვა, რომელიც ობიექტურად არსებობს, დაისმება ნებისმიერ კანდიდატთან მიმართებაში.

„ამ განხილვებს საზოგადოება ადევნებს თვალს პირდაპირ ეთერში. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, ომბუდსმენი, ყველა დაინტერესებული მხარე, სვამს კითხვებს, ნებისმიერს, მათ შორის ყველაზე არაკომფორტულსაც. ამაზე პასუხებს ხედავს საზოგადოება, ხედავენ დეპუტატები და შემდეგ იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა, რაც ნიშნავს, რომ ყველა კანდიდატს პარლამენტი უყრის კენჭს ინდივიდუალურად, ღია კენჭისყრით და საზოგადოება ნახავს ვინ ვის დაუჭირა მხარი. ვის აირჩევს პარლამენტი, ამაზე ავიღებთ ჩვენ, პარლამენტარები პასუხისმგებლობას“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რითაც გადაწყვეტილების მიღებისას პირადად იხელმძღვანელებს. „რაც შეეხება მე რით ვიხელმძღვანელებ - პირველი ეს არის პროფესიონალიზმი, მეორე ეს არის დამოუკიდებლობა და მესამე ეს არის პრინციპულობა. პრინციპულობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რასაც ეთანხმება საზოგადოება ან რაც მოეწონება ყველას მარტო ის გააკეთო. პრინციპულობა ნიშნავს იმასაც, რომ როდესაც გარკვეული აზრი უკვე შექმნილია, მაგრამ შენ თვლი და კანონი გეუბნება, რომ ეს რეალურად სხვანაირად შეიძლება იყოს, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ეს არის შინაგანი რწმენის ამბავი. განწყობებით არ უნდა იხელმძღვანელოს მოსამართლემ, მან უნდა იხელმძღვანელოს კანონით, თავის შინაგანი რწმენით და უნდა მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები. მე ამას მივაქცევდი ყურადღებას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა