თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი
ადამიანი დაჭრეს.
დაშავებული არაბი მამაკაცია.
დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ექიმმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისთანავე სტაბილური იყო. ჭრილობა აღენიშნებოდა ყელის არეში და დამუშავების შემდეგ სახლში გაწერეს.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.

















