logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური: არ მიმაჩნია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პარლამენტმა რამე საკანონმდებლო ტიპის პარამეტრები, რეგულაციები და ჩარჩოები უნდა შემოიღოს
ზვიად ძიძიგური: არ მიმაჩნია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პარლამენტმა რამე საკანონმდებლო ტიპის პარამეტრები, რეგულაციები და ჩარჩოები უნდა შემოიღოს
10:01 19.09.2019
„არ მიმაჩნია, რომ პარლამენტმა რამე საკანონმდებლო ტიპის პარამეტრები, რეგულაციები და ჩარჩოები უნდა შემოიღოს. ეს არ არის სწორი. ეს აღარ არის მაშინ შეწყალების აქტი და პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ახალი კონსტიტუციით ავირჩიეთ ისეთ პერსონად, რომელიც არის ზეპარტიული, რომელიც ზემოთ დგას პოლიტიკურ პროცესებზეც, მოვლენებზეც, რომელსაც ასეთი ჰუმანური აქტების განხორციელების დისკრეცია და უფლება აქვს, ის თავისი ამ აქტებით უნდა ამთლიანებდეს საზოგადოებას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია“ პირველის“ ეთერში.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და პარლამენტი საკითხის დახვეწის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მას დამატებითი სტრუქტურის ან სამუშაო ჯგუფის შექმნაში დაეხმაროს.

„თუ პარლამენტმა დაადგინა პარამეტრები, რომ ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, თუკი ეს კანონში გაიწერა, პირდაპირ კანონმა შეიწყალოს, რა საჭიროა მაშინ პრეზიდენტი ანდა პრეზიდენტისთვის ასეთი ტიპის კონსტიტუციური უფლების მინიჭება. ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც კი საუბარი მქონდა, ამ თემაზე, ყველანი ეთანხმებიან, რომ ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ამ მინდორზე ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ არის საჭირო რამე დამატებითი სტრუქტურის, ან სამუშაო ჯგუფის შექმნა იმისათვის, რომ დახვეწოს პრეზიდენტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, იმისათვის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს შეწყალება“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შეწყალების რაოდენობებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, შეწყალება ძალიან ბევრი პატიმრის მიმართ ხორციელდებოდეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა