logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ კაიკაციშვილი: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე
არჩილ კაიკაციშვილი: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე
14:16 18.09.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამჭვირვალე, ღია და ხელმისაწვდომი გახადოს პასუხისმგებელ პირთა წრე, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია 28 აგვისტოს შეწყალების სიაში განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებიც მოხვედრილიყო.

არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადება შეწყალების პროცესზე გამოცხადდეს მორატორიუმი, დაიწყოს შეწყალების კრიტერიუმებზე მუშაობა და დაიხვეწოს პროცედურები, პრობლემის მიმართ სწორი დამოკიდებულებაა, წარმოადგენს საზოგადოების რეაქციაზე დროულ პასუხს და პრეზიდენტის მხრიდან დაშვებული შეცდომის აღიარებას, თუმცა საზოგადოებას საკითხთან მიმართებით გააჩნია სხვა შეკითხვები და ისინი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

მნიშვნელოვანია, საჯარო გახდეს პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილი განცხადებები შეისწავლეს, შეისწავლეს მსჯავრდებულთა შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები, მოამზადეს რეკომენდაცა შეწყალებაზე უარის თქმის ან/და თანხმობის შესახებ, სია ხელმოსაწერად წარუდგინეს პრეზიდენტს, ვინაიდან გამოირიცხოს თითოეულ საქმეზე ლობირების ნიშნები თუ სავარაუდო კორუფცია.

„დღეს პრეზიდენტის განცხადება შეეხებოდა მომხდარზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას, რაც პოლიტიკურ, სამართლებრივ, დიპლომატიის ენაზე სწორი ქმედებაა, მაგრამ დავინახეთ იმ ადამიანების თანამონაწილეობის საკითხიც, ძირითადად, იურიდიული განათლების მქონე ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების, რომელთა პასუხისმგებლობაც გამოკვეთილია თითოეული მსჯავრდებულის შეწყალებაზე წარდგენილი განცხადების შესწავლისა და რეკომენდაციის თვალსაზრისით. აღნიშნული იგრძნობოდა პრეზიდენტის ირიბ შეფასებებშიც, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა არ გადაანაწილა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა, პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს და მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, საზოგადოების ყველა ჯგუფთან დიალოგი უნდა იყოს შეუქცევადი. სადაც გამჭვირვალობას ანგარიშვალდებულება არ მოსდევს, ჩნდება კორუფცია და პირადი გამორჩენის სურვილი, რაც ჩვენი დღევანდელი ამოცანებისთვის, შეუთავსებელია“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

მისივე თქმით, არავინ დავობს იმაზე, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ აქტს, მაგრამ პროცესი ვერ იქნება უკონტროლო. შეწყალების პროცესი უნდა პასუხობდეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების (სიცოცხლის უფლება) ხელყოფისთვის მნიშვნელოვან დათქმებს. შესაბამისად, საჭიროა დაჩაქრებული წესით დაიწყოს და პოლიტიკური ჯგუფებისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით წარმოდგენილ იქნეს შეწყალების ახალი წესი და მისი განჭვრეტადი კრიტერიუმები. შეწყალების ახალი კომისია დაკომპლექტდეს საზოგადოებისთვის სანდო, გამოცდილი და დარგის სპეციალისტებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა