logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ვერავინ გაუჩენს კომპლექსს პოლიციას, რომ სახელმწიფომ ინსტიტუტები უნდა დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან
გიორგი გახარია: ვერავინ გაუჩენს კომპლექსს პოლიციას, რომ სახელმწიფომ ინსტიტუტები უნდა დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან
15:36 07.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან საპარლმენტო გამოსვლისას 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გარდაიქმნა ძალადობრივად. ეს აშკარად ჩანს გადაღებულ კადრებზეც, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შემდგომ, რომელმაც მიიღო საბოლოოდ ორგანიზებული შტურმის სახე პარლამენტის შენობაზე.

ამის შემდგომ, ჩვენ გვაქვს შედეგი, როდესაც პოლიტიკური ძალები და ლიდერები, რომლებიც იყვნენ სწორედ ამ აქციის ორგანიზატორები, რომელიც დასრულდა ასეთი სამწუხარო შედეგებით, ამ აქციაზე არა თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ, საერთოდ ამ პასუხისმგებლობაზე საუბარიც არ უნდათ. მათი მხრიდან ძალადობრივი გზით პოლიტიკური ბრძოლის დაგმობაც არ მოგვისმენია. ეს არის ის შეფასება, რაც მე შემიძლია გავაკეთო ამ სამწუხარო ღამესთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ასევე მინდა ვთქვა, რომ ფაქტები, ინდივიდუალური გამოვლინებები, უფლებამოსილების გადამეტების სამწუხაროდ დაგვიფიქსირა. ეს იყო მაგალითად, ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, ეს იყო უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები და რამდენიმე მძიმე ფაქტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მაგრამ მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ასევე გითხრათ, რომ დღეს პოლიცია უკვე არის სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ პოლიციელებში მსგავსი ფაქტები გახდა ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი. ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, იმიტომ რომ სისტემა უბრალოდ უკვე არის ჯანსაღი.

შესაბამისად, უნდა გვესმოდეს ერთი რამ: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო თუ არა დევნა, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: საქართველოს ისტორიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე მსგავს აქციებში მონაწილეობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის დევნა არ დაწყებულა არასდროს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემა ამასაც გაუძლებს, იმიტომ, რომ სისტემა არის ჯანსაღი და ის რეფორმა, სისტემური განახლების რომელიც ჩვენ დავიწყეთ, დასრულდება.

ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელმაც დაიცვა ეს შენობა, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობა, დაიცვას სიმშვიდე, მართლწესრიგი, მოქალაქეების ჯანმრთელობა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ ეს შეძლეს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, იმისთვის, რომ თავდამსხმელებს და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცა შემოვარდეს, ან აქ ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა ამას ვერ მიაღწევენ. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს და დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა