logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საგანგებო სიტუაციების ბაზაზე საძიებო-სამაშველო წვრთნა ჩატარდა
საგანგებო სიტუაციების ბაზაზე საძიებო-სამაშველო წვრთნა ჩატარდა
11:28 07.09.2019
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლებმა სპეციალური სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ INSARAG-ისთვის შერჩეულ მაშველთა 20 კაციანი ჯგუფის ჩაუტარეს.

წვრთნა მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამინების ძიება-გადარჩენის ოპერაციებს და შემთხვევის ადგილზე მართვის ცენტრის მოწყობას მოიცავს.
გერმანელმა მენტორებმა შეაფასეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები და კლასიფიკაციის მიღებისთვის მოსამზადებელ პროცესში სამსახურის სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს.

საერთაშორისო თანამშრომლობა მომვალშიც გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში ქართველი მაშველები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სასწავლო კურსებში. ასევე, პერიოდულად საქართველოში ჩამოვლენ გერმანული მხარის წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მზადების პროცესს.

საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის შემფასებელი მისია საქართველოს 2021 წლის ივნისში ეწვევა და 36 საათიანი სწავლების შედეგად გადაწყდება, მიიღებს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური INSARAG-ის კლასიფიკაციას, რაც საქართველოს მისცემს საერთაშორისო სამაშველო მისიებში მონაწილეობის უფლებას. საქართველო გახდება რეგიონში პირველი და მსოფლიოში მესამე INSARAG-ის მსუბუქი ჯგუფის კლასიფიკაციის მქონე ქვეყანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გაეროს საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის INSARAG -ის აკრედიტაციის მიღება. აკრედიტაცია საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა