logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ვახტანგ გომელაური: როცა ვარ პოლიციელი, მაქვს იარაღი და ვხედავ, რომ ადამიანი მესვრის, უფლება მაქვს ამოვიღო იარაღი - სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას
ვახტანგ გომელაური: როცა ვარ პოლიციელი, მაქვს იარაღი და ვხედავ, რომ ადამიანი მესვრის, უფლება მაქვს ამოვიღო იარაღი - სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას
17:14 05.09.2019
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ კანონით პოლიციელსაც და სპეცრაზმელსაც უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი, რისთვისაც მინისტრის ან ხელმძღვანელის პირდაპირი ბრძანება არ სჭირდება.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ გამოძიება მიჰყავს პროკურატურას. მე რომ ვთქვა ახლა, რატომ არ დამთავრდა დროზე, ან რატომ არ მთავრდება - ცოტა ისეთი თემაა. ეს პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. ალბათ, თუ რაღაც მტკიცებულებებს ელოდებიან, ან ექსპერტიზას ელოდებიან, ან დაკითხვას ელოდებიან, ჩვენებებს ელოდებიან, არ ვიცი. ალბათ დაამთავრებენ პროკურატურაში. მე ვერ გაგცემთ პასუხს. ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას, ეს სხვა თემაა. ჩატარდა სპეცოპერაცია და კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ: უკაცრავად, მაგრამ რატომაც არ მეკითხებით, ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? მაგაზე რატომ არ მეკითხებით? ეს არ არის საინტერესო? ყველა ვინც იქ დაიღუპა, ვინც იყო ჩატაევის გვერდით, მათი ოჯახებიც საუბრობენ - ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგიც გერმანიაში, რატომ არ მეკითხებით მაგაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩატაევის სიკვდილზე, თანმხლებ პირებთან ერთად - არ შეიძლება ასე. გავაიგივებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათი ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ეს ადამიანი, ეს ბავშვი იყო ჩათრეული. მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ. ადამიანი რასაც იქ წერდა - თავს ავიფეთქებ და 18 წლის ბავშვი იყო. ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება, ნაომარიც, მეომარიც და ა.შ. ეს ადამიანი იყო პატარა ბავშვი, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, ჩათრეული იყო.

რაც მოხდა იქ, ამას პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა - არ ჰქონდა ხელყუმბარა, უნდა აეფეთქებინა თუ არა- უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?! თუ იტყვიან, რომ ეს დამნაშავეა, ის დაისჯება და ჩაჯდება ციხეში, მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?!

ასევე, ერთი რაღაც მინდა ყველამ რომ იცოდეთ, არსებობს სისხლის სამართლის კანონი, იარაღის გამოყენების კანონი. როცა ვარ პატრულის თანამშრომელი, იგივე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, მაქვს იარაღი- იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს, არც ჩემს ხელმძღვანელს, შევდივარ მე ოთახში ტერორისტი იქნება ეს თუ კრიმინალი იქნება, როგორ უნდა გამოვიყენო. მე მაქვს ჩემი კანონი და უნდა გამოვიყენო იარაღი. მე ვწყვეტ იქ, ვესროლო თუ არ ვესროლო. იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ როცა შევდივარ სპეცოპერაციაზე, ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც და ყველაფერი. მე რომ გავისვრი იქ, მე უნდა ვაგო პასუხი სასამართლოსთან და არა ჩემმა მინისტრმა, ჩემმა დეპარტამენტის უფროსმა.

ახლა ყველა ვიღაცა რაღაცას დააშავებს და ყველა მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ პასუხი აიღოს - რატომ? ვკითხულობ. ელემენტარული თემაა - მას თავისი კანონი აქვს. კანონით სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას და რატომ უნდა აგოს? ეს ინდივიდუალური ადამიანია. მე მაქვს ჩემი უფლება გამოვიყენო ან ხელი მოვაწერო, დავნიშნო თუ არ დავნიშნო. თუ არასწორად დავნიშნე ადამიანი, მომთხოვს პასუხს მე. ვიღაცამ იქ რამე გააფუჭა, ყოველ ვთქვათ ტყვიის გასროლაზე, მინისტრი გადავაყენოთ-გადმოვაყენოთ, ეს არ არასწორია. კანონი არეგულირებს და რატომ სთხოვთ ვიღაცას პასუხისმგებლობა აიღოს, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გეკითხებით. არასწორია უბრალოდ. რატომ უნდა აიღოს გახარიამ პასუხისმგებლობა ამ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე? მესმის, მძიმეა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - მე როცა ვარ პოლიციელი, მაქვს იარაღი და ვხედავ, რომ ეს ადამიანი ან მესვრის, ან მკლავს, ან თავში მირტყამს - უკაცრავად, მე უფლება მაქვს ამოვიღო იარაღი, ან დავაზიანო ისე, რომ არ მოვკლა, ან კიდურებში ვესროლო, ან პირდაპირ თუ ვხედავ მკლავს ან ვიღაცას კლავს, ვეღარ ვასწრებ, მე არ მჭირდება „ბატონო მინისტრო, შეიძლება ამას ვესროლო?“- კაცს კლავს. ამას ვხსნი და მაინც ვერ იგებთ,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა