logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ვახტანგ გომელაური 20 ივნისზე: სამწუხაროა რაც მოხდა, თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, ვინც დიდი უბედურებისაგან დაიცვა სახელმწიფო
ვახტანგ გომელაური 20 ივნისზე: სამწუხაროა რაც მოხდა, თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, ვინც დიდი უბედურებისაგან დაიცვა სახელმწიფო
15:37 05.09.2019
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, ძალიან მძიმე ის რაც ამ დღეს მოხდა და პოლიციელებს ვინც სახელმწიფო დაიცვა, მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი თავისი დელეგაციით - ყველა პირი. ისიც ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო ასამბლეა, აქ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ თავმჯდომარის სავარძელში რომ უნდა ჩაბრძანებულიყო და იქიდან წაეყვანა სხდომა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით ჩვენ და მგონი არავინ არ იცოდა ეგ - უცებ მოხდა და სპონტანურად. მაგრამ მას შემდეგ რაც განვითარდა, ეს დაგეგმილი იყო თუ არა, პროვოკაცია და სახელმწიფო გადატრიალება - მას შემდეგ უკვე ყველაფერი გარეთ მოხდა, რასაც სამწუხაროდ, მოუწოდებდა ზოგიერთი ოპოზიციონერი - „შევარდით, აბა, წავედით“ - ჩანს კადრებში პირდაპირ, ტელევიზიები იღებდნენ ჩვეულებრივად. მე მგონი ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი. კიდევ ვამბობ, ძალიან დიდი მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავისი ჯანმრთელობის ფასად ნამდვილად დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, მე ასე ვფიქრობ, მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემს აზრს ვაფიქსირებ. მესმის, ძალიან მძიმეა იმ ადამიანების, თუნდაც იმ გოგონასი, ყველას შვილები გვყავს, დები გვყავს, ძმები გვყავს და ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ - ძალიან მძიმეა და ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ასევე გვყავს ჩვენ დები და ძმები პოლიციის თანამშრომლები, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. არ შეიძლება ცალმხრივად საუბარი. ვიმეორებ, სამწუხაროა რაც მოხდა, თუმცა, მე მინდა პოლიციელებს მადლობა გადავუხადო, ვინც ნამდვილად დაიცვა ეს შენობა და ჩვენი სახელმწიფო, ამ რაღაც დიდი უბედურებისაგან,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა