იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატებს უყრიან კენჭს.
პროცესი დღეს სრულდება. 48 კანდიდატიდან 20 ფარული კენჭისყრით უნდა გამოავლინონ. ამის შემდეგ კი არჩეულთა სიას საბჭო განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნის.
სხდომა 16:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

















