logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
"ახალგაზრდა ადვოკატები": ბევრი საინტერესო მოსამართლეობის კანდიდატი 20-წევრიან მაღალ შედეგებში არ მოხვდა
"ახალგაზრდა ადვოკატები": ბევრი საინტერესო მოსამართლეობის კანდიდატი 20-წევრიან მაღალ შედეგებში არ მოხვდა
16:14 04.09.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობის გამოქვეყნებულ შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში მოსამართლე და არამოსამართლე კანდიდატებს შორის შერჩევის დროს, სამართლიანი ბალანსი უნდა იქნეს დაცული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მიღებული ქულათა მაჩვენებლით, უკვე გამოკვეთილია 20 კანდიდატი, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, სხვებთან შედარებით, მაღალი შეფასება მიიღეს. კერძოდ, თამარ ალანია (1076), თამარ ბურჯანაძე (1052), მერაბ გაბინაშვილი (1110), შოთა გეწაძე (1116), მირანდა ერემაძე (1061), მამუკა ვასაძე (1044), მაია ვაჩაძე (1132), შალვა თადუმაძე (1080), გენადი მაკარაძე (1066), ნიკოლოზ მარსაგიშვილი (1056), ლავრენტი მაღლაკელიძე (1068), ლევან მიქაბერიძე (1089), გიორგი მიქაუტაძე (1124), ნუგზარ სხირტლაძე (1100), ლალი ფაფიაშვილი (1096), ნინო ქადაგიძე (1081), ლაშა ქოჩიაშვილი (1082), ქეთევან ცინცაძე (1058), თეა ძიმისტარაშვილი (1047) და გოჩა ჯეირანაშვილი (1069). შედეგების მიხედვით, 20-წევრიან სიაში 16 მოქმედი მოსამართლეა, 1 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, 1 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი, 2 - საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი პირველი მოადგილე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 341 მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ, უახლოეს სხდომაზე, ფარულად უყრის კენჭს კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული.

კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. დადგენილი წესით კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი სათითაოდ ეყრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქ ართველოს პარლამენტისთვის წარდგენას. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. წევრს უფლება აქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი პირის თაობაზე განსხვავებული აზრი წერილობით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული განსხვავებული აზრი გადაეცემა პარლამენტის თითოეულ წევრს.
ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ღია პროცესს და გარკვეულწილად, არებობდა საზოგადოებრივი მოლოდინი 20-წევრიან, ქულათა შედეგების თვალსაზრისით, შემადგენლობაში აღმოჩენილიყვნენ სხვა მოქმედი მოსამართლეებიც - მადი ჩანტლაძე, გიორგი ტყავაძე, ქეთევან მესხიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილონა თოდუა, ზაზა თავაძე, თამარ ზამბახიძე, დიანა ბერეკაშვილი, არამოსამართლე კანდიდატები - ნუნუ კვანტალიანი, ალექსანდრე წულაძე, მორისი შალიკაშვილი, ლევან მესხორაძე, თამარ ლალიაშვილი, მაია კოპალეიშვილი და როინ მიგრიაული. ორგანიზაცია ცალკე აღნიშნავს, რომ კითხვებს აჩენს როინ მიგრიაულის შეფასება, რომელიც კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს უნდა დაფუძნებოდა. აღნიშნულ კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის მხრიდან უარყოფითი შეფასება მიეცა და აღინიშნა, რომ კანდიდატურა არ აკმაყოფილებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. ასეთი შეფასება გასაკვირია არამხოლოდ კანდიდატის საჯარო გასაუბრების საფუძვლებით, არამედ როინ მიგრიალურის სამართლის სფეროში ყველასთვის სახელმძღვანელო დამსახურებების გათვალისწინებით, რასაც, სავარაუდოა, რომ სათანადო შეფასება არ მიეცა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გააგრძელებს პროცესის შეფასებას და ინტერესით დააკვირდება საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა