logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები გადაეცა
ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები გადაეცა
13:22 04.09.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ესკორტირების ახალი, სპეციალიზებული ავტომანქანები გადასცა.

ღონისძიება მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ესკორტირების 29 ახალი ავტომანქანა, მათ შორის ერთი - შშმ პირებზე ადაპტირებული. ამჟამად, მიმდინარეობს ესკორტირების 15 და სამედიცინო დანიშნულების 2 ავტომობილის (რეანიმობილის) შესყიდვის პროცედურები. შედეგად, მიმდინარე წლის ბოლოს პენიტენციურ სისტემაში მოცემული მანქანების დეფიციტი მთლიანად იქნება აღმოფხვრილი. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ახალი მანქანების შესყიდვის აუცილებლობა პენიტენციურ სისტემაში არსებულმა მწვავე დეფიციტმა განაპირობა.

„2012-2015წლებში პენიტენციური სისტემისთვის ესკორტირების 36 მანქანა იყო შესყიდული, რომელთაგან 11 მწყობრიდან გამოსვლის გამო ექსპლოატაციიდან არის ამოღებული.

შესაბამისად, სისტემას 25 მანქანა ემსახურება, რაც თავისუფლებააღკვეთილი პირების სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას აფერხებს. პრობლემას იწვევდა მრავალი წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, შესყიდული მანქანების ე.წ. საბადრაგო მანქანებად კუსტარული წესით გადაკეთება ხდებოდა. კერძოდ, მოცემულ მანქანებში დაახლოებით 1.5 ტონა რკინის კონსტრუქცია მონტაჟდებოდა, რომლის სიმძიმეს მანქანის ძრავი ვერ უძლებდა და მწყობრიდან მალე გამოდიოდა. ამასთან, 2015წლის შემდეგ ესკორტის ავტოპარკი არ განახლებულა და მანქანების შეძენა მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, პენიტენციური სისტემის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასვლის შემდეგ სისტემაში რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც გაუქმდა გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო, ასევე სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო და ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველო.

ესკორტის ოფიცერთა კორპუსში დასაქმებულთა რაოდენობა 378-დან (ყოფილი ბადრაგები, გუშაგები) 491-მდე გაიზარდა. პენიტენციურ სისტემაში პირველად 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით ღია კონკურსის გზით დაინიშნა ესკორტის 123 ოფიცერი, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ჩამოყალიბებამ და ესკორტის ოფიცერთა რაოდენობის ზრდამ მიმდინარე წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში ესკორტის ოფიცერთა დეფიციტის გამო ჩაშლილი სასამართლო პროცესების რაოდენობა ორჯერ შეამცირა. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის 29 ახალი ავტომანქანის გადაცემით სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაყვანის პრობლემა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს სამმართველოს ავტოპარკის შევსების შემდეგ პენიტენციური სისტემა თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაადგილებას შეუფერხებლად უზრუნველყოფს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებულ ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცრებს 2018 წლის ბოლოდან ხელფასი ორ ეტაპად გაეზარდათ - საშუალოდ, 270 ლარით, ესკორტის ოფიცერთა მთლიანი კორპუსისთვის შეძენილია ახალი, უმაღლესი სტანდარტის უნიფორმა, რომელიც ბოლოს 2015 წელს იქნა შესყიდული და ცვეთა განიცადა. ამასთან, 2019 წლიდან პირველად პენიტენციურ სისტემაში დაინერგა უფასო კვების სისტემა - პენიტენციური დაწესებულების მორიგე თანამშრომლებისთვის ორჯერადი კვება, ხოლო ესკორტის ოფიცრებისთვის - მშრალი საკვები.

თეა წულუკიანის განცხადებით, ჩამოთვლილი ცვლილებები მიმდინარე წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტის თანახმად პენიტენციური სისტემის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად კიდევ არაერთი რეფორმაა დაგეგმილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა