logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ბახმაროში მომხდარი ინციდენტის მასალებს სამართალდამცავ სტრუქტურებს გადაუგზავნის
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ბახმაროში მომხდარი ინციდენტის მასალებს სამართალდამცავ სტრუქტურებს გადაუგზავნის
15:21 20.08.2012

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბახმაროში, ფერიცვალების გუშინდელ დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებას

 „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დღესასწაულს უწოდებს.

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბეშუმობისა და დიდგორობის დღესასწაულების შემდეგ, ხელისუფლებამ ბახმაროში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გარდა, არცერთი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირი არ შეუშვა.

მისი თქმით, დღესასწაულზე სპეციალურად მობილიზებულმა შსს-ს სპეცრაზმმა ბახმაროში არა მარტო მოსახლეობა, არამედ ჟურნალისტებიც არ შეუშვა.

„ადგილი ჰქონდა მოსახლეობის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გურიის პოლიციის თანამშრომლები ბახმაროში პრეზიდენტის ჩასვლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებს არიგებდნენ. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი“ - განაცხადა მჯავანაძემ.

მისივე თქმით, პოლიციელებმა დღესასწაულზე ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, „ქართული ოცნების“ მაისურებიანი მოქალაქეები კი, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

„აქამდე, მაისურებს ადგილობრივი თვითმმართველობის მესვეურები არიგებდნენ, ახლა კი, წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიციის მესვეურები ჩაებნენ. მათი ქმედებები ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ალბათ მარიამობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში „ნაცმოძრაობის“ საშვები იქნება და მხოლოდ მათ ხალხს შეუშვებენ“ - აღნიშნა მჟავანაძემ.

უფლებადამცველი ირმა ჭკადუას განცხადებით კი, აღნიშნულ დღესასწაულზე თანასწორუფლებიანობის პრინციპია დარღვეული, რადგან ნებისმიერ ადამიანს საკუთარი სურვილის მიხედვით, ნებისმიერ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვს, ეს უფლება კი - მოქალაქეებს პოლიციის თანამშრომლებმა შეუზღუდეს.

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიციის მხრიდან საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით მასალებს სამართალდამცველ სტრუქტურებს, ასევე, უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნის.

ბახმაროში გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობას ფერიცვალება მიულოცა და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა