logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ შემომწირველები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ
„ქართული ოცნების“ შემომწირველები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ
14:41 20.08.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაჯარიმებული პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ამის შესახებ  ბანკი „ქართუს“ თანამშრომლებმა და უფლებადამცველებმა დღეს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც „ქართუს“ თანამშრომელმა და კოალიციის ერთ-ერთმა შემომწირველმა დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ჯარიმის გადახდის ვადა მათ დღეს საღამოს ეწურებათ.

მისი თქმით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მათი ქონების კონფისკაცია და საჯარო აუქციონზე გატანა მოხდება.

„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სუფთა წყლის პოლიტიკური დევნაა იმ ნიშნით, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აღარ უნდა მოხდეს, რითაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ გაითვალისწინა.

„სასაცილოც კი არის, თუ როგორ იმეორებენ ერთი და იგივე ტექსტს თბილისის საქალაქოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, სადაც წერენ, რომ თითქოს ჩვენ ვერ შევძელით უტყუარი მტკიცებულება წარგვედგინა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩვენი შემოსავლები ჩვენს ხარჯებს აღემატება“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, სააღსრულებლო პროცედურა ყოველგვარი კანონის დარღვევით დაიწყო. სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ სამართალდამრღვევს ჯარიმის გადახდისთვის 7-დღიანი ნებაყოფლობითი ვადა აქვს.

„დაირღვა ყველა წესი. მყისიერად დაიწყო ამაზე რეაგირება. დადგენილებები სააღსრულებლო ბიუროს გადაეგზავნა. სააღსრულებლო ბიურო არცერთი ნორმით არ დაინტერესდა ისე მოახდინეს ჩვენი ანგარიშებისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება“ – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე აღსრულება პირველ რიგში პირის ხელფასიდან უნდა მოხდეს, თუკი მუშაობს.

„ყველა ჩვენთაგანი მუშაობს და არაფერი პრობლემა არ იყო იმაში, თუკი რეალურად ამ ჯარიმის გადახდა ჩვენი ხელფასიდან მოხდებოდა. ამ კონტექსტში ხელისუფლებამ მისივე მიღებული კანონი დაარღვია“ - განმარტა მათიკაშვილმა.

უფლებადამცველი ირმა ჭკადუას განცხადებით, თანამშრომლები ჯარიმების გადახდას პრინციპულად არ აპირებენ.

„პირველ რიგში ჩვენ 7-დღიანი ვადა გვქონდა, რომელიც ამ საღამოს იწურება. მიუხედავად ამისა, შემომწირველებს სააღსრულებლო ბიურომ მათი მომსახურების 7% უკვე დაარიცხა, რომელიც ასევე უკანონოა. ეს პროცედურა სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული. დაველოდებით გადაწყვეტილებებს“ – განაცხადა ჭკადუამ.

მისივე ინფორმაციით, 7%-იანი მომსახურების საფასური სააღსრულებლო ბიურომ მათ მეორე ინსტანციის სასამართლო პროცესის ჩატარებამდე - ნებაყოფლობითი გადახდის დროის ამოწურვამდე დაარიცხა.

„ქართუს“ თანამშრომლების თქმით, ჯარიმის საერთო რაოდენობამ 510 000 ლარს მიაღწია, რომელშიც დარიცხული 7%-იც შედის.

ჭკადუას განცხადებით, დაჯარიმებულებს პრაქტიკულად შიდა მექანიზმები აქვთ ამოწურული, ამიტომ, ამჟამად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად საჩივრები მზადდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე კოალიცია „ქართული ოცნების“ 16 შემომწირველი, მათ შორის „ბანკი ქართუს“ 8 თანამშრომელი დააჯარიმა.

სასამართლოს 2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილებებით, 16 შემომწირველი, მათ შორის, ბანკი „ქართუს“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის სამართალდამრღვევებად სცნეს და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა