ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება კიდევ ერთი
საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დააკავეს.
დაკავებული სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრია. მას საზრღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა იმ ტერიტორიაზე კონკრეტული გამყოფი ხაზი არ არის.
ფაქტზე ინფორმირებულია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ოკუპირებული სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გუშინ ოკუპანტებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს.

















