საბჭოს მოედანზე "საქართველოს ბანკის ფილიალი" დააყაჩაღეს. შემთხვევის
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალში რამდენიმე პირმა ფულის წაღება სცადა, იყო გასროლის ხმაც.
მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს.
ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას იყო გასროლის ხმა.
"ხმა გავიგე ზემოდან რომ მოვდიოდი. მეტი არც არაფერი დამინახავს და არც გამიგია. გარეთ არ გამოვსულვარ", - იხსენებს თვითმხილველი.
არსებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

















