logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველმა აპარატის ცხელ ხაზთან პატიმრების დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
სახალხო დამცველმა აპარატის ცხელ ხაზთან პატიმრების დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
15:15 07.08.2019
საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს მოეხსნათ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობაზე ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პატიმრებს დაწესებული აქვთ, ზოგადად ტელეფონით სარგებლობაზე ციხის პირობებში.

„სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის მიზანია ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, განსაკუთრებით, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე; ასევე ხელი შეუწყოს რეაგირების ეფექტური მექანიზმის დანერგვასა და ფუნქციონირებას; გაზარდოს ინფორმაციის მიწოდების და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე პროაქტიული რეაგირების ხარისხი. სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ფუნქციონირების სფერო, ძირითადად, მოიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა: წამება და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ასევე, უფლებათა და თავისუფლებათა სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ თუ პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, ციხის პირობებში მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი, ტექნიკური (ტელეფონების შეზღუდული რაოდენობა და ა.შ.) თუ სხვა, ადმინისტრაციული საჭიროებებით განპირობებული შეზღუდვებით ისარგებლონ ცხელი ხაზით, ეს საკმაოდ აამაღლებს, როგორც არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ისე უფრო მეტად ეფექტურს გახდის უკვე მომხდარ ამგვარ ფაქტებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას“-აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა