logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განზრახ მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განზრახ მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
11:34 06.08.2019
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობისთვის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში შ.ვ.-სთან ვალის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით მ.გ. ახლობლებთან - ნ.ფ.-სთან და კ.ს.-სთან ერთად მივიდა. მ.გ.-მ მისი თანხის - 14 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა შ.ვ.-ს, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა.

შ.ვ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ.გ.-ს კუთვნილ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მ.გ.-ს მუცლისა და ფეხის არეში ნ.ფ.-ს კისრისა და მუცლის არეში მიაყენა ჭრილობები. შ.ვ.-მ ასევე მოკვლის მიზნით კ.ს.-ს მიმართულებით გაისროლა და მას შემდეგ რაც ააცილა, იარაღი შუბლის არეში მიადო და სასხლეტს გამოჰკრა, თუმცა ვინაიდან იარაღში ვაზნები აღარ იყო და განზრახვა სისრულეში ვეღარ მოიყვანა. შ.ვ.-მ მიისაკუთრა მ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ნ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ვინაიდან შ.ვ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება), სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა შ.ვ. 2018 წლის 17 ივნისს საგარეჯოს რაიონში დააკავეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა