logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ადვოკატი ნანი ფრიდონაშვილი: „რუსთავი 2“ შპს „ფრეგო“-სა და მის წარმომადგენლებთან მიმართებაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებას აგრძელებს
ადვოკატი ნანი ფრიდონაშვილი: „რუსთავი 2“ შპს „ფრეგო“-სა და მის წარმომადგენლებთან მიმართებაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებას აგრძელებს
12:28 05.08.2019
შპს „ფრეგო“-სთან დაკავშირებული პირების, გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილის დამცველი, ნანი ფრიდონაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 03 აგვისტოს, შპს „ფრეგო“-სთან დაკავშირებული პირების, გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილის თაობაზე, როგორც მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, საინფორმაციო სააგენტოებს ჩემი განცხადების გავრცელების თხოვნით მივმართე. განცხადებაში აღვნიშნე, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო საშუალებებითა და სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის მიმართ, საგამოძიებო უწყების მხრიდან, ხორციელდებოდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, სრული აბსურდი და სიცრუეა. აღვნიშნე ისიც, რომ არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების და არც მათი ოჯახის წევრების მიმართ, რაიმე სახის შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის თაობაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთანაც დეტალურად ვისაუბრე, თუმცა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების სწორედ ის ნაწილი, სადაც შანტაჟისა და ზეწოლის აბსურდულობაზე ვსაუბრობდი, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემაში „კურიერი“ არ გავიდა. სიუჟეტში, ჩემი ინტერვიუს მხოლოდ ის ნაწილი გაუშვეს, რომელიც მათივე ეთერით გაჟღერებულ ინფორმაციასთან, წინააღმდეგობაში არ მოდიოდა.

სააგენტოებით გავრცელებულ განცხადებაში აღვნიშნე ისიც, რომ „რუსთავი2“-ის მხრიდან, რიგითი სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენა მოხდა, რაც ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის აბსოლუტურად მიუღებელია.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა საინფორმაციო სააგენტომ, ჩემი, როგორც შპს „ფრეგო“-ს წარმომადგენლების ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტება სრულად და უცვლელად გაავრცელა, სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვლავ აგრძელებს, შპს „ფრეგო“-სა და მის წარმომადგენლებთან მიმართებაში, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებას. ასევე, კვლავ ცდილობს, რიგითი სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება განცხადებით მივმართო და მოვითხოვო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, ბატონ პაატა სალიასთან შეხვედრა.

ბატონი პაატასგან, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით, არაერთხელ მოვისმინეთ, რომ იგი, როგორც ტელეკომპანიის დირექტორი, ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკაში არ ჩაერევა, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფალების შესახებ კანონიდან გამომდინარე, მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ბოლო დღეებში, რასაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიის „ფრეგო“-ს მიმართ, მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს ავრცელებს და მაყურებელი განზრახ შეცდომაში შეჰყავს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ზღვარს სცდება.

სწორედ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ვითხოვ ტელეკომაპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორთან, ბატონ პაატა სალიასთან 5 აგვისტოს შეხვედრას"-აცხადებს ადვოკატი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა