logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-ს წარმომადგენელი მინდია დავითაძე: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ყველა შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი
შსს-ს წარმომადგენელი მინდია დავითაძე: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ყველა შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი
13:54 02.08.2019
თბილისში, სასტუმრო “holiday Inn“ -ში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინდია დავითაძე.

ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინდია დავითაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, უკანასკნელი არჩევნების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა ინციდენტზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3 პირი იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, მათ შორის არჩევნების პროცესში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, არჩევნების მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ, არჩევნების პროცესში და მიმდინარეობის დროს, ამ ამოცანას კარგად გავართვით თავი. ჩვენი მხრიდან ყველა ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება იყო განხორციელებული. იქ სადაც იკვეთებოდა დანაშაულის შესაძლო ნიშნები, ბუნებრივია დაიწყო გამოძიება და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. იქ სადაც გამოიკვეთა კონკრეტულ პირთა ბრალეულობა, ბუნებრივია დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში შედეგი, სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი. რიგგარეშე და შუალედური არჩევნების დროს, 8 სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაწყებული გამოძიება. 3 პირი იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. დანარჩენი საქმეების უმრავლეს ნაწილში დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა, ხოლო ნაწილ შემთხვევაზე სრულდება საგამოძიებო მოქმედებები.''- განაცხადა მინდია დავითაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა