logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
2019 წლის 7 თვეში ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე პასუხისგებაში 77 პირი მიეცა
2019 წლის 7 თვეში ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე პასუხისგებაში 77 პირი მიეცა
11:17 02.08.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში დაკავებულია 3 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.ჯ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც 720 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებულს აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა.

ასევე, სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ, მ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო.

გარდა ამისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.მ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების 101 აბი, დიდი ოდენობით ბუპრენორფინის და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ ი.მ. პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ სამართალდამცველს კი თავს დაესხა.

ზემოხსენებულ ფაქტებზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე და 353-პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 199 ფაქტზე დაიწყო
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა