ბათუმის სანაპიროზე სამი ახალგაზრდა დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
დაჭრილები ბათუმის რეფელარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით სამივე ახლგაზრდას სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ჭრილობები აქვთ.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
შსს - ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია. შსს -მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 - ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

















