logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს - მ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა
შსს - მ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა
11:22 31.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულის რაიონში, კომპლექსურად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული ე.ი., 1993 წელს დაბადებული ე.ე., 1990 წელს დაბადებული ს.ჯ. და 1975 წელს დაბადებული რ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ფონიჭალაში დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი. 1989 წელს დაბადებული ა. მ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი". დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრმლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენონით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

მიმდინარე წლის 27 ივლისს სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1978 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ვ.ს. დააკავეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 21 კილოგრამი "ჰეროინი", 7000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3200 აბზე მეტი "ექსტაზი", 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი" და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა