13 საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 72 წლის მამაკაცის ცხედარი ჭიდან ამოიყვანეს.
მამაკაცი, შვილთან ერთად არტეზიულ ჭას ასუფთავებდა, რა დროსაც ნიადაგი ჩაინგრა და მამაკაცი 9 მეტრის ჭაში ჩავარდა.
ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
შსს- მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

















