logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი იქნა მიცემული
2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი იქნა მიცემული
11:22 30.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო შემაკავებელ ორდენებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

შსს-ს ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2019 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ.

მსხვერპლის ძალადობისგან დასაცავად სამინისტრო კვლავ აგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ოჯახში მოძალადეების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე და შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები.

2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2018 წლის 6 თვეში - 3292.

შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია:
 თბილისი - 2655;
 იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 563
 ქვემო ქართლი - 477
 კახეთი - 443
 აჭარა - 428
 შიდა ქართლი - 345
 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 258
 მცხეთა-მთიანეთი - 131
 სამცხე-ჯავახეთი - 66
 გურია - 33.

2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს. ხოლო 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი. აღნიშნული ადასტურებს შემაკავებელი ორდერების ეფექტიანობას, რაც მსხვერპლის დაცვის რეალურ მექანიზმს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში - ქალი.

პოლიციის მიერ პროაქტიულად შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის დროს, რაც მსხვერპლთან გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტებისა და სატელეფონო კომუნიკაციის გზით ხორციელდება, 10% შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამოვლენა. აღნიშნული 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედებული შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ასევე, მაღალია შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მსხვერპლის მხრიდან პოლიციისადმი მიმართვის მაჩვენებელი, რაც დაზარალებულების სათანადო ინფორმირებულობასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მეტყველებს.

თუმცა, მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს მოძალადე"-აცხადებენ შსს-ში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა