ბათუმში, მშენებარე კორპუსის თანამშრომლები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს თავს დაესხნენ.
დღეს ამ მშენებარე კორპუსს ლიფტი მოსწყდა და სწორედ, ამ ამბის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დაესხნენ თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად, დაშავებულთაგან 3 ადამიანი უცხოეთის მოქალაქეა, ორი მათგანი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს - მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

















