საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მონიტორინგს განახორციელებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, საქმე ეხება კოლეჯის დირექტორის, დავით მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას თავისი მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.
თამარ კაიკაციშვილის ადვოკატმა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში მომხდარი უფლებადარღვევის ფაქტის რეაგირების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს მიმდინარე წლის 16 და 24 ივლისს მიმართა.
თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა.
კაიკაციშვილი გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და სასამართლოსგან დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს.

















