logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გომში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
გომში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
10:16 27.07.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ გომში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილიც დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ გომში, პოლიციის შენობის არარსებობის გამო პოლიციელებს მორიგეობა ავტომობილებში უწევდათ, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდიდა. პოლიციის ახალი შენობა 15 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, შენობის დათვალიერების შემდეგ, ამავე განყოფილების თანამშრომლებს გაესაუბრა და სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეფორმების ფარგლებში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ბინათმშენებლობა და ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის შექმნა. უკვე ფუნქციონირებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი - საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დასრულებულია ბათუმში - საერთაშორისო სტანდარტების საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა, ხონის პოლიციის შენობა, პოლიციის ახალი შენობა თბილისში - გოგოლის ქუჩაზე, პოლიციის ახალი შენობა ბოლნისში, სრულად გარემონტებულია დროებითი მოთავსების რამდენიმე იზოლატორი და სხვ.

მხოლოდ 2018 წელს, შიდა ქართლის რეგიონს, სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 28 ავტომანქანა, მათ შორის 20 მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 223 სამხრე კამერა გადაეცა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა