logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არასრულწლოვანი შვილის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არასრულწლოვანი შვილის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
14:53 25.07.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე მის მიმართ ჩადენილ სისტემატურ ძალადობაში და შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ბრალდებული ლ. ქ. დამნაშავედ ცნო.

2019 წლის 21-22 იანვრის ღამეს, ლ.ქ.-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება. აღნიშნული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 22 იანვრის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლ.ქ. იმავე დღეს, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის იანვრის დასაწყისიდან 22 იანვრამდე ქ.თბილისში, სანზონაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ლ.ქ. ბავშვის დამორჩილებისა და მისი ქცევის საკუთარი შეხედულებისამებრ კორექტირების მიზნით, სისტემატურად სცემდა 4 წლის შვილს ნ.ზ.-ს., რის შედეგად იგი განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 6 იანვარს ლ.ქ.-ის., როგორც პოტენციური მოძალადის მიმართ, 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა პოტენციურ მსხვერპლთან, მის შვილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 8 იანვრიდან - 22 იანვრამდე მსჯავრდებული იმყოფებოდა ქ.თბილისში, სანზონაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა ნ.ზ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდებების ყველა ეპიზოდში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა