logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ,,რუსთავი 2"-ის ერთადერთი ამოცანა  ყოფილი  მმართველი  ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება იყო,  ეს  იყო  პარტიული  ტელევიზია
გურამ ნიკოლაშვილი: ,,რუსთავი 2"-ის ერთადერთი ამოცანა ყოფილი მმართველი ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება იყო, ეს იყო პარტიული ტელევიზია
12:44 24.07.2019
სტრასბურგის სასამრთლომ ერთად კომპლექტში 3 გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ანატომიაა, არა იმ 9 წლის პერიოდში, არამედ დღესაც. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, საკუთრების ხელყოფა, წამება - ეს ყველაფერი მოიცვა და დაადასტურა, რომ ნადვილად ასე იყო - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი-2“-ის საქმე, ეს არის სუფთად მოგებული საქმე და იქ მსჯელობის სივრცეც არ რჩება, 2019 წლის 18 ივლისი კი 1 ოქტომბრის ტოლფასია, ვინაიდან მაშინ თუ ძალაუფლების დათმობა მოხდა, ახლა ნაციონალურმა მოძრაობამ საჯარო სივრცე დაკარგა.

,, მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი დამთავრდა, მათ უთხრეს თავის მოკავშირეებს, ეს იყო უცხოეთი, არასამთავრობოები, ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა სხვა პერიოდში ვცხოვრობთ, ფიზიკური ,,ნიურნბერგი“ ვერ მოხდება, ხელისუფლება მოგეცით და მოდი საჯარო სივრცეში ვიდავოთ, წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ. ის დანაშაულები რომ გაამართლა, რაც ხდებოდა, რაღაცა დიდით უნდა გაამართლო. ეს დიდი იყო ის, რომ ჩვენ ვართ დასავლური ღირებულების ერთგული. ჩვენ ამ გაზზე მივდივართ. ამიტომ, იმას მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში რა შეცდომებსა და გადაცდომებს ვუშვებდით. მთავარი ღირებულება არის ეს. მაგრამ, ის ქმედებები რომ იყო აბსოლუტურად არა დასავლური, პირველ ოქტომბერს ამას პასუხი გაეცა, მაგრამ ეს ძალადობა საჯარო სივრცეში გაგრძელდა. სტრასბურგის სასამრთლომ ერთად, კომპლექტში 3 გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ანატომიაა, არა იმ 9 წლის პერიოდში, არამედ დღესაც. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, საკუთრების ხელყოფა, წამება - ეს ყველაფერი მოიცვა და დაადასტურა, რომ ნადვილად ასე იყო. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მე ვარ დასავლელი , ამ დროს კი ყველაზე მიუკერძოებელმა არბიტრმა დაადასტურა რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და ამიტომ იყო ეს შოკისმომგვრელი და დღემდე გაოგნებულია ხალხი, არც კი სჯერათ, რომ ეს შეიძლებოდა სტრასბურგს დაეწერა, იმიტომ რომ მთელი ეს ტყუილი ერთიანად გაქრა. 2012 წლის 1 ოქტომბერს ნაციონალურ მოძრაობას მოუწია ხელისუფლების დათმობა, მათ დაკარგეს ხელისუფლება, მაგრამ მათ არ დაუთმიათ საჯარო სივრცე. 2019 წლის 18 ივლისს კი საჯარო სივრცის დაკარგვა მოხდა, ამიტომ ეს თარიღი ტოლფასია 1 ოქტომბრის“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რუსთავი 2 იყო მთავარი ინსტრუმენტი ნაციონალური მოძრაობისთვის, რითაც ისინი ძალადობას საჯარო სივრცეში აგრძელებდნენ.

,,მთავრი მესიჯი იყო ის, რომ მთავარი მტერი ხელისუფლებაა, ჩვენ ხომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები ვართ და აპრიორი ვიმსახურებთ მხარდაჭერას. მანამდე რუპორი რომ ვიყავით, პროპაგანდის ინსტრუმენტი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ისინი კვლავ დარჩნენ პროპაგანდის რუპორად, ოღონდ ყოფილი მმართველი ძალის. ერთადერთი ამოცანა ის იყო, რომ ეს ყოფილი მმართველი ძალა უნდა დაებრუნებინათ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს იყო პარტიული ტელევიზია. მეორე ხაზი იყო, რომ ხელისუფლება მოვა და ტელევიზიას წაგვართმევს, იძალადებს“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა აკეთებს იმის პროვოცირებას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად აკეთებდა - იმედის სტუდია, 7 ნოემბერი, რომლითაც შეინარჩუნეს ხელისუფლება იმიტომ , რომ შეეშინდათ. 7 ნოემბერს რომ უყურებდნენ, 2003 წელი ახსენდებოდათ, ამიტომ გამოიყენეს ძალა, რომ ეს შეეჩერებინათ. შემდეგ იმედი დახურეს. შესაბამისად, მუდმივად იმეორებდნენ, რომ "რუსთავი 2" შეიძლება დაიხუროს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა