logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს
გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს
12:44 23.07.2019
წლების მანძილზე ნაკვებ მრევლს ერთ დღეში ხომ ვერ ეტყვიან, სიცრუეში გაცხოვრებდით და გიყენებდითო? ამიტომ საჭიროა მათი ვირტუალური მსოფლმხედველობიდან ახსნილი სამყარო,- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, რომ სპიკერების ნაწილმა პირველივე დღეს დაიწყო ეჭვის შეტანა გადაწყვეტილებაში, მოსამართლეების მიუკერძოებლობაში, განვითარდა არაერთი შეთქმულების თეორია და გადაწყვეტილებას სამარცხვინო და გამაოგნებელი უწოდეს. ახლა კი კთითიდან გამოწოვეს მორიგი არარსებული თემა, რითაც თითქოს ადასტურებენ, რომ სახელმწიფომ აღსრულება დააჩქარა.

,,ნაწყვეტი სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზიდან რ2 საქმეზე. რა ბეჭდური ვერსიაო, აქვე ეწერა ყველაფერი, ვერ იპოვნეს წასაკითხად?

რა ხდება ეხლა. ადგილი აქვს მცდელობას, სქოლიოში არსებული შენიშვნა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ (ა) რომელიმე მხარე გაასაჩივრებს, (ბ) თუ ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კომისია გაატარებს საჩივარს დიდ პალატაში, (გ) დიდი პალატა შეცვლის გადაწყვეტილებას.

ამ ეტაპების გავლა ან მოხდება, ან არა. პრესრელიზი პირველივე დღესვე ექნებოდათ წაკითხული ადვოკატებს, როცა ამბობდნენ რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს. ცხადია ნახეს როგორი არგუმენტირებულიც იყო განაჩენი და დაოკდნენ.

მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკური პროცესიც გვაქვს ქვეყანაში? ))) წლების მანძილზე ნაკვებ მრევლს ხომ ვერ ეტყვი ერთ დღეში, სიცრუეში გაცხოვრებდით შვილებოო, მავნებლები ვართ და გიყენებდითო. ამიტომ საჭიროა მათი ვირტუალური მსოფლმხედველობიდან ახსნილი სამყარო.

სპიკერების ნაწილმა პირველივე დღეს დაიწყო ეჭვის შეტანა გადაწყვეტილებაში, მოსამართლეების მიუკერძოებლობაში, განვითარდა არაერთი შეთქმულების თეორია. ბობოლა სპიკერები თითქოს აღიარებდნენ სასამართლოს ავტორიტეტს, მაგრამ მათაც კი დაიწუნეს გადაწყვეტილება, სამარცხვინო და გამაოგნებელი უწოდეს.ახლა კი თითიდან გამოწოვეს მორიგი არარსებული თემა, რითაც თითქოს ადასტურებენ, რომ სახელმწიფომ აღსრულება დააჩქარა. ))

არადა შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს. მესაკუთრე წლები ელოდა ამ დავას და სახელმწიფოს რის საფუძველზე უნდა ეთქვა უარი მომართვაზე?

რამდენიც არ უნდა იხტუნაონ პოლიტიკურმა აქტორებმა, მათ პრეტენზიებს ცხადია არავითარი საფუძველი არ აქვს. ეს არის მათი განადგურებული პარტიული აქტივების მოყოჩაღების მცდელობა“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა