logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკა გვარამია: ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო
ნიკა გვარამია: ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო
11:12 23.07.2019
"რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს და იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს:

„ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით რომ დანაშაულს ჩადიხართ?
ხოდა, როგორაა ახლა საქმე?!

ps ძვირფასო არასამთავრობოებო, თქვენც უნდა მოგამართოთ:

თავი რომ შეიკავეთ ამ საკითხის განმარტებისგან, არა მგონია სწორი ყოფილიყო. ცხადია, რომ ეს არ არის ავტომატურად გადასაწყვეტი საკითხი, როგორც ეს მინისტრმა წულუკიანმა ქნა და მინიმუმ ადმინისტრაციულ განხილვას მაინც საჭიროებს მხარეთა მონაწილეობით. შეგიძლიათ გაიხსენოთ, არა საქართველოს აპლიკანტის, ზოგადად, ამგვარი დავა სტრასბურგის სასამართლოში, რომელზე გადაწყვეტილებასაც მყისიერ შედეგად ქონებრივი საკითხის გადაწყვეტა და ადმინ აქტი შეიძლება მოყვეს ქონების რეგისტრაციის შესახებ? არა მგონია. არც აქ, არც სხვაგან - სავარაუდოდ, ეს პირველი პრეცედენტია საერთოდ. და ეს გადაწყდა განხილვისა და წარმოების გარეშე? თან უფრო მეტი ზიანის მომტანი ფორმის სასარგებლოდ და მედიის მიმართ?
ასევე, შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებას ექვემდებარება, საერთო წესით, ძალაში არ შედის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის სამართლის წყაროში. იქნებ არის სადმე კონვენციაში ამგვარი რამ - არა, ნამდვილად არა. მაშინ რის საფუძველზე იზღუდება დაცული ინტერესი და მხარის უფლებები? რა გვაძლევს ზოგადი წესიდან გადახვევის შესაძლებლობას, თან მხარის (მედიის) უფლებრივი დაზიანების ხარჯზე?

ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ეს იყო მეორე შემთხვევა საქართველოში, რომელზეც ძალაში შესვლის საკითხი წამოიჭრა და პირველი პრეცედენტი (მერაბიშვილის საქმე) იგივე მინისტრის მხრიდან დადგა სრულიად საწინააღმდეგო. აბა ახლა რის საფუძველზე განიმარტა ეს საკითხი სხვაგვარად? თან ისე, რომ დააზიანა კონვენციით დაცული უფრო დიდი ინტერესი, ვიდრე აღსრულების გადავადებით დადგებოდა? რა არის ეს, თუ არა შერჩევითი სამართალი და სახელმწიფოს სპეციფიური დაინტერესება მედიის მესაკუთრის (მაშასადამე, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის) შეცვლაში? ამას გარდა, დაუყოვნებლივი (6 საათში დასრულდა ყველა რეგისტრაცია) აღსრულება დიდი პალატის გადაწყვეტილებას ალბათურად რომ ძალას დააკარგვინებს, ესეც სახეზეა. რა იქნება აღსრულების შექცევის შესაძლებლობა, თუ მოდავე მხარემ გაიმარჯვა დიდ პალატაში? მით უფრო, სასწორზე არა მხოლოდ საკუთრება, არამედ შეუქცევადად დაზიანებადი სარედაქციო პოლიტიკა (გამოხატვა) დევს? საკუთრების უფლების გარდა, ამ დავაში რომ სხვა, აღსრულების მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადი უფლება ფიგურირებს, ესეც ხომ უნდა გვახსოვდეს? თუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ იკითხება პირველივე დღეებში?

რაც შეეხება დროებითი ღონისძიების შეწყვეტას, მისი გამომწვევი იურიდიული ფაქტი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ავტომატურად შეწყდა. არავითარი კავშირი დროებითის შეწყვეტასა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე იურიდიული შედეგის არ დადგომას შორის არ არსებობს ამ შემთხვევაში“, - წერს ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა