logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი აღარ აქვს
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი აღარ აქვს
12:59 19.07.2019
"რუსთავი 2"-ის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლისა და არხის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შემდეგ, სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი დაეკარგა. თუმცა, საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა მფლობელებმა მაინც მიმართონ დიდ პალატას სარჩელით და ეს დადგენილ ვადაში მოხდეს, ანუ არაუგვიანეს 3 თვისა.

"მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წილებზე საკუთრების უფლება და შეიცვალა გენერალური დირექტორი, ამან ფაქტობრივად აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების მომავალში აღსრულებას. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს, ეს ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილებაა და ალბათ ისინი ამას გაასაჩივრებენ. რაც შეეხება შედეგს, ვინაიდან ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს რა მდგომარეობა იქნება "რუსთავი 2"-ში და საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლოა სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ტელეკომპანიის ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნასაც გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებასა და კომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიის შესახებ. საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს ის იცნობს.

"პირადად მაქვს ნანახი შეთანხმება, რომელიც ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის არის გაფორმებული. ეს შეთანხმება ჩვენ საქმეზე წარვადგინეთ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2016 წელს. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ორივე მხარის მიერ არის ხელმოწერილი, დავის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. თუმცა იმ პირობებში, როცა ეს საქმე განიხილება ქართულ სასამართლოში, ეჭვი მეპარება ეს პროცესები წარიმართოს დროულად და შესაბამისად, დროში გაჭიანურებამ შესაძლოა საერთოდ დაუკარგოს აზრი ამ საკითხის განხილვას", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა