logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
17:07 18.07.2019
2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე). საქმე ეხება 2006 წელს პოლიციის მიერ მომჩივნების, იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას და ამ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას.

კერძოდ, 2006 წლის მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს, მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. მძიმე დაზიანებები მიიღო მათთან ერთად მანქანაში მყოფმა 22 წლის ბონდო ფუთურიძემ.

საქმეზე პირველადი გამოძიება წარიმართა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე. მომჩივნებმა თბილისის პროკურატურას არაერთხელ მიმართეს იმის თაობაზე, რომ გამოძიება არ იყო სრულყოფილი და მიუკერძოებელი.

2007 წლის 20 ოქტომბერს ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევის დადგენა მოითხოვეს.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. კერძოდ, სასამართლოს განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არც პროპორციული და არც აუცილებელი იყო.

რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველად გამოძიება მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა, რაც დაადასტურა კიდეც 2012 წლის 12 დეკემბერს გახსნილი გამოძიების შედეგებმა. მართალია, განახლებული გამოძების შედეგად 2015 წელს დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ეს მოხდა მკვლელობიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ. ყოველივე ამის გამო, დადგინდა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც.

სახელმწიფოს მომჩივნების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა