logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
N6 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები მიმდინარეობს
N6 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები მიმდინარეობს
12:19 16.07.2019
მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, N6 პენიტენციურ და N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებებში, ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები მიმდინარეობს. ტრენინგებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ორგანიზებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფსიქოლოგები და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკები უძღვებიან.

N6 დაწესებულებაში „კოგნიტური და სოციალური უნარების პროგრამა” 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასასრულს უახლოვდება.

„ეს იყო მოკლევადიანი, ჯგუფურ მუშაობაზე დაფუძნებული ზოგადი დანაშაულებრივი ქცევის შემცირების პროგრამა. პროგრამა ამცირებს და ზედამხედველობას უწევს დანაშაულთან ასოცირებულ ფაქტორებს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მსჯავრდებულის რეაბილიტაციის პროცესში“, - განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან თათია ხოჭოლავასთან ერთად ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო.

თათია ხოჭოლავას ინფორმაციით კი, მნიშვნელოვანი სატრენინგო კურსი მიმდინარეობს, ასევე, N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.

„N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ტარდება სასიცოცხლო უნარების განვითარების ტრენინგი. სასიცოცხლო უნარების კურიკულუმი მოიცავს 62-საათიან სატრენინგო მოდულს. პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი თემისა და მათში შემავალი ქვეთემებისგან. პროგრამაში გამოყენებულია სწავლების მეთოდები: გონებრივი იერიში, როლური თამაში, მცირე ჯგუფებში მუშაობა, დისკუსია, ამბის ან მოთხრობის წარდგენა და განხილვა, ჯგუფის მიერ ამბის შედგენა, დაუმთავრებელი წინადადებები, ხელოვნებითი აქტივობები, მოდელირებითი სწავლება, სხვადასხვა თემატური აქტივობები, სავარჯიშოები და სხვა. პროექტში 10 მსჯავრდებული მონაწილეობს. მისი მიზანია მოზარდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვადასხვა სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით, რაც მათ დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებაში, საკუთარი როლის და მნიშვნელობის განსაზღვრასა და პროფესიის შერჩევაში, მომავლის დაგეგმვასა და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება“, -განაცხადა თათია ხოჭოლავამ.

მისივე თქმით, სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები შეძლებენ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა - კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების მართვა, ინტერპერსონალური ურთიერთობები, სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა. პროგრამა ხელს შეუწყობს მოზარდის მინიმალური ინფორმირებულობის გაზრდას და სხვადასხვა ყოფითი უნარების განვითარებას. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ტრენინგები პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით პერმანენტულად ჩატარდება და უფრო მეტ მსჯავრდებულს შეეძლება სხვადასხვა შინაარსის ტრენინგში მონაწილეობის მიღება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა