თბილისში, პეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს.
მაღაზიიდან წაიღეს ტელეფონები, ვიდეოკამერები და სხვა ძვირადღირებული ტექნიკა.
თანამშრომლების ინფორმაციით, ვიდეოკამერების საშუალებით მძარცველთა იდენთიფიკაცია შესაძლებელია.
„წაღებულია სტენდის ყველა ტელეფონი, ფუჯიფილმის კამერები, სხვადასხვა აქსესუარები. ტექნიკის ნაწილი პოლიციამ ქუჩაში იპოვა და დააბრუნა, მაგრამ ისინი უკვე დაზიანებულია“, - განაცხადა „აიტექნიკსის“ თანამშრომელმა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

















