თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 20-21
ივნისს აქციაზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ბრალდებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მათი ადვოკატი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.
პოლიციამ 4 ივლისს 20-21 ივნისს აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირის დააკავა.

















