იტალიური მედიის ცნობით, მილანში გარდაცვლილი 27 წლის გოგოს, იზა ქავთარაძის საქმეზე
აფრიკელი კაცი დააკავეს, რომელმაც ქართველ გოგოს, სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.აფრიკელ მამაკაცს სამართალდამცავები აკვირდებოდნენ. ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო.
ორი თვის წინ იზა ქავთარაძე მილანში გარდაცვლილი იპოვეს. ის იტალიაში სასწავლებლად გაემგზავრა. მანამდე კი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა.

















