logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ფალსიფიცირებული და უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ფალსიფიცირებული და უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
15:53 25.06.2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის

აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, გონიოს დასახლებაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონელის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტები და ასევე ყალბი აქციზური მარკები გამოავლინეს.

კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კაფე-რესტორანი სტამბულისა“ და კაფე-რესტორან ,,ილდიზში“, დათვალიერების პროცედურის შედეგად, დადგინდა, რომ აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელის (ჯამში 185 ბოთლი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციას ახდენდნენ. ასევე გადამხდელს, ორივე ობიექტში, იჯარით აღებული რესტორნის კონკრეტული ოთახები ფალსიფიცირებული არყისა და ვისკის ჩამოსასხმელად ჰქონდა მოწყობილი. ამავე ოთახში, ჯამში 410 ცალი, ყალბი აქციზური მარკები იქნა აღმოჩენილი, რომლებიც გადაღებული იყო ფერადი ქსეროქსის აპარატით და გამოიყენებოდა ფალსიფიცირებულ სპირტიან სასმელებზე დასაკრავად. ასევე შ.პ.ს ,,კაფე-რესტორანი სტამბულის“ დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა მარკირებას დაქვემდებარებული მინერალური წყალი „ავანტე“ (1 146 ბოთლი) შესაბამისი მარკირების გარეშე. ფაქტზე შედგენილ იქნა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

გამოვლენილი სამართალდარღვევები, ქვემდებარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა. ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

იმავე დღეს, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ინდივიდუალური მეწარმე ნაგიჰან ქოიუნის კუთვნილ რესტორანში, მარკირებას დაქვემდებარებული მინერალური წყალი „ავანტე“ შესაბამისი მარკირების გარეშე აღმოაჩინეს. საქმეზე შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ასევე, შპს ,,მერჯანის“ კუთვნილი ღამის კლუბის დათვალიერების პროცედურის შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონლის - სპირტიანი სასმელის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. საქმეზე შედგენილია შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. მასალები ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა