ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან სატვირთო ლიფტი
მოწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ცნობით, კოპუსის მშენებლობა, სადაც ლიფტი ფუნქციონირებდა, დასრულებული არ იყო, მაგრამ ამ დროისათვის ადგილზე 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.
ერთ-ერთი ადგილობრივის განმარტებით, მათ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ლიფტი უსაფრთხო იყო, ამიტომაც ისარგებლეს, თუმცა ლიფტი ჩაწყდა.
კორპუსის ზედამხედეველის თქმით, ლიფტი, რომელიც მოწყდა, გაფუჭებული იყო და ხელოსნებმა გუშინ გააკეთეს, შემთხვევის მიზეზებს კი შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

















