logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრეზენტაცია გაიმართა
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრეზენტაცია გაიმართა
11:29 19.06.2019
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAid) მხარდაჭერით, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი მომზადდა. 6 თვიანი მუშაობის შედეგები, პრეზენტაციის ფორმით, კომიტეტის კონსულტანტმა, ანატოლი კორეპანოვმა წარმოადგინა და სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი მომზადების მიზნები, რეკომენდაციები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო.

კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მნიშვნელობა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კომიტეტის ეგიდით მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა, რომელიც კომიტეტს და სამინისტროს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარება, რაც სპორტში მოსახლეობის ჩართულობას და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ხელმისაწვდომობის გაზრდის.

„სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საკმაოდ მოცულობითი სამუშაო გასწია, იმისთვის რომ, სპორტის შესახებ მოქმედი კანონი განახლებულიყო. მე როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, პარლამენტში მოსვლის პირველსავე დღეს განვაცხადე, რომ სპორტთან დამოკიდებულება, სპორტის როლი და მისი მნიშვნელობა ჩვენ ქვეყანაში არასაკმარისი იყო და ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდე, რათა ეს უმნიშვნელოვანესი დარგი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გამხდარიყო. სწორედ ამ გზაზე ვდგავართ დღეს და ეს შეხვედრაც ამის დადასტურებაა. მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის და სპორტის მესვეურების მონდომების შედეგად კონსტიტუციის ტექსტში ახალი ჩანაწერი გაკეთდა, რომელიც ყველას მიზნებს იზიარებს და რომლის მიხედვითაც - „სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს რეგიონებში გამართულ საჯარო განხილვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ შეხვედრებზე დაისვა საკითხი თუ რამდენად შესაძლებელია ახალმა კანონმდებლობამ შეცვალოს არსებული რეალობა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ შეძლოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და სპორტში ჩართულობა. „უფრო სიღრმისეულად რომ გაგვეხილა ეს პრობლემები გაჩნდა იდეა, რომ ჩატარებულიყო კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება, რისთვისაც მადლობას ვუხდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძრვანელობას და პროცესის ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე მოწვეულ საზოგადოებას კიდევ ერთი ინიციატივა გააცნო, რომლის განხორციელებაც წლის ბოლომდე იგეგმება. მისი განცხადებით, კომიტეტმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა, რაც საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის და არსებული რეალობის მართვის ეფექტური მოდელის შექმნას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ კვლევიდან გამომდინარე უკვე საერთო ეროვნული ხედვა ჩამოვაყალიბოთ. პრემიერმა მიმართა უკვე შესაბამის სამსახურებს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო კონკურსი, რათა პროექტი წლის ბოლომდე დასრულდეს. შემდეგ უკვე ჩვენ შეგვეძლება თითოეულ მოქალაქეს ვაცნობოთ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტული კომპლექსები მათთვის ხელმისაწვდომი გახდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მათთვის სასურველი სახეობა აირჩიონ და გამართული მართვის სისტემის შედეგად, სპორტში ჩართულობის ხელმისაწვდომობა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით USAID-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ადამ შმიტმა მიმართა და კომიტეტს RIA-ს პროექტის წარმატებით შესრულება მიულოცა. მანვე კომიტეტთან არსებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია კომიტეტის მიერ მომზადებულ ინიციატივებს და იდეებს მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის მის განხორციელებაში დაეხმაროს.

სხდომაზე RIA-ს პრეზენტაცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა დოკუმენტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე მოსაზრებები გამოთქვეს და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. RIA-ს საბოლოო ანგარიში უახლოეს დღეებში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ვებ-გვერდზე აისახება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა