ნარკოდანაშაულთა რაოდენობა საქართველოში 32%-ით შემცირდა.
პროკურატურის მიერ გამართული კვლევის პრეზენტაციას მიხედვით, შარშან 2010 წელთან შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, კლება 53,1%-ს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, ე.წ. "მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვა შემცირებულია, თუმცა, გაიზარდა ისეთი ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება, რომელთა ხელმისაწვდომობა უკანონო იმპორტზე არ არის დამოკიდებული. შემცირდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვიც.

















