გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში უბედური შემთხვევა მოხდა.
მამაკაცმა ავტომობილის მობრუნებისას თავის მცირეწლოვან შვილს გადაუარა.
არსებული ინფორმაციით, ორ წლამდ ბავშვმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
კლინიკა "გორმედთან" ოჯახის წევრები და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

















