შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს. ავსტრიული კომპანია ‘’როზენბაუერის’’ ინსტრუქტორი ქართველ მეხანძრე-მაშველებს ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომანქანის მართვა-გამოყენებას და მასთან მუშაობის სპეციფიკას აცნობს.
სწავლებაში მონაწილეობას მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოდან იღებენ, სწორად მათ მოუწევთ სამომავლოდ ახალ სახანძრო-სამაშველო მანქანასთან მუშაობა.
28 მეხანძრე-მაშველი, 4 დღიანი წვრთნის ფარგლებში, ყველა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ რაც აუცილებელია ახალი ავტომანქანის მართვა-გამოყენებისთვის.
მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია.
მანქანამ ტესტირება ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაიარა. ის მორგებულია საქართველოს გარემო-პირობებზე და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

















