16 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებული მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში
დატოვა.
პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია.
სხდომას დაზარალებულის ოჯახი არ დასწრებია.
40 წლის მამაკაცი გოგონას გაუპატიურებისთვის 2 დღის წინ დააკავეს.
გაუპატიურების შემდეგ გოგონა დაფეხმძიმდა და რამდენიმე დღის წინ ბავშვიც გააჩინა.

















