დედაქალაქში, ნინოშვილის ქუჩაზე 25 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით
დაჭრეს.
დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მათ ადგილზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობით განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
თვითმხილველის განმარტებით, მძარცველი მის დაყაჩაღებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებული მის დახმარებას ეცადა.

















