ლანჩხუთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ, 19 წლის ახალგაზრდა
დაჭრეს. ბიჭი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.
მას თავს 3 პირი დაესხა და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
დაშავებული ლანჩხუთიდან ქუთაისში გადაიყვანეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

















